საოცარი ოპერაა ტრუბადური…

Nino Surguladze in Parma 2018
Spread the love

ნატიფი და კიდევ უფრო დახვეწილი მომენტებში.
დღეს მესამე სპექტაკლი განსაკუთრებული ენერგეტიკით გამოირჩეოდა როგორც სცენაზე ასევე მაყურებელშიც. ეს არის დიდი დამსახურება შემოქმედებითი გუნდის:მაესტრო რობერტო აბადოსა და ბობ უილსონის, ჩემი ფანტასტიური კოლეგების, საოცარი ორკესტრისა და გუნდის, მიმანსის…თითოეული თეატრის თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და საქმისადმი დიდი სიყვარულის! მადლობა მათ რომ მომცეს საშუალება ასეთი სიამოვნება მიმეღო!
ეხლა ვემზადები 10 რიცხვისთვის, გალა კონცერტი ვერდის ქალაქ პარმაში რომელიც მიეძღვნება ვერდის 205 წლის იუბილეს… სწორედ ამ დღეს დაიბადა დიდი მაესტრო…დიდი პატივია ჩემთვის და მიხარია გულწრფელად. როგორც იტყვიან იტალიელები: ვივა ვერდი!
მადლობა უფალს და ჩემს საოცარ პედაგოგს გულიკო კარიაულს.

მიყვარხართ❤️